19 წლის გოგონა, რომელმაც დირექტორს სექსუალური შევიწროვების გამო უჩივლა ცოცხლად დაწვეს/

ეკრანის გახსნა
ხარისხის ღილაკი
  • ხარისხი
  • ხარისხი
  • ხარისხი
  • ხარისხი
23:55
57
დამატებითი ველის ეკრანები

19 წლის ბანგლადეშელი გოგო ნუსრათ ჯაჰან რაფი თავის სკოლაში ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ რაც მან სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შემთხვევა ბანგლადეშის დედაქალაქიდან 160 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ფენიში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

27 მარტს მან განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, თუმცა მან თავის დაღწევა შეძლო. გოგონამ საჩივრით პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სკოლის დირექტორი დააკავეს. თუმცა ერთ-ერთმა პოლიციელმა ადგილობრივ მედიაში გაავრცელა ნუსრეთის დაკითხვის ვიდეო.

დირექტორის დაკავების შემდეგ, გოგონას მისამართით მუქარები დაიწყო, ადამიანების გარკვეული ჯგუფი პოლიციისგან მის გათავისუფლებას ითხოვდა. ნუსრათის ოჯახის წევრების თქმით, ისინი შვილის უსაფრთხოებაზე ძალია ღელავდნენ, თუმცა გოგონა 6 აპრილს გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მაინც წავიდა.

სკოლაში წასვლის შემდეგ ნუსრეთს ერთ-ერთი მოსწავლე შეხვდა და სკოლის სახურავზე აყოლა სთხოვა, სადაც მისი თქმით, მათ მეგობარს სცემდნენ. სახურავზე ასულ ნუსრეთს იქ ხუთამდე ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისგან საჩივრის უკან გამოტანა მოითხოვეს, უარის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას სხეული 80% ქონდა დამწვარი. გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნუსრეთის გარდაცვალებამ დიდი პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 15 ადამიანი დააკავა, მათგან 7 მკვლელობაშ მონაწილეობისთვის. დაკავებულთა შორის არის ის მოსწავლეებიც, რომლებიც დირექტორის მხარდასაჭერ აქციებს უკეთებდნენ ორგანიზებას, თავად დირექტორი ისევ პატიმრობაში რჩება.



loading...
კომენტარები (0)
კომენტარის დაწერა
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen

ჩვენ გირჩევთ: