ჩემს გულში (სრულად)

ეკრანის გახსნა
ხარისხის ღილაკი
  • ხარისხი
  • ხარისხი
  • ხარისხი
  • ხარისხი
23:55
63
დამატებითი ველის ეკრანები


მანქანა ავტობანზე მაღალი სისწრაფიდ მიჰქროდა, ჰაერს შურდულივით აპობდა მაღალი დონის ავტომობილი, შავგვრემან ცისფერთვალება ბიჭს ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა შიშისგან მთელი სხეული უკანკალებდა მაგრამ ფეხს არ უშვებდა იცოდა ამას არ ინანებდა მაგრამ ეშინოდა, ძლიერს ეშინოდა ვის არ ეშინია სიკვდილის? ტელეფონი უცბადვე აიღო და ნაცნობ ნომერზე წერილი გაგზავდა
ვსო! ეს იყო მისი და მისივე სიყვარულის დასასრული აქ სრულდებოდა მისი გზა, ეს მისთვის უნდა გაეკეთებინა და ამის არც ეშინოდა უბრალოდ ტკივილის შიში არ ეშვებოდა, ტკივილის თავისი ახლობლებისა და თავისი გულის, მაგრამ ეგოისტურად არ გაჩერდა ეგოისტურად დააჭირა მთელი ძალით პედალს, მოუხვია, საჭე ვეღარ დაიმორჩილა...

იმ დღეს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორი ახალგაზრდა მიიყვანეს, გოგონა რომელიც ბავშვობიდან გულის უკმარისობით იტანჯებოდა და ბიჭი რომელიც უსაშველოდ დაესახიჩრებინა მისივე სხეული,
იმ საღამოსვე გადაუნერგეს ბიჭის გული გოგოს, ყველა სასწაულად თვლიდა ამ მოვლენას რომ ბიჭიც ზუსტად იგივე სისხლის ჯგუფის აღმოჩნდა მაგრამ ვინ იცოდა სიმართლე?! სიმართლე ნამდვილი გრძნობებისა და თავგანწირვისა.

თვალები ნელა გაახილა თავიდან ვერ გაიხსენა რა ხდებოდა, ვინ იყო ანდაც სად იმყოფებოდა, აფორიაქდა მაგრამ თავისტკივილმა და მოულოდნელად დამტყდარმა მოგონებებმა გამოარკვიეს ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა რატომ იყო ცოცხალი ანდაც იყო? იქნებ მოკვდა და ახლა მალე სიკვდილის ანგელოზი წაიყვანდა? მაგრამ მისი ფიქრები კარების ხმამ გაფანტეს, წამშივე თვალები კარებისკენ მიმართა, თეთრ ხალათიანი ექიმი შემოვიდა რომელიც გოგოსკენ ღიმილით მოდიოდა
-გაიღვიძე? ესე მალე არ გელოდით
ღიმილით მიუახლოვდა მის გვერდზე არსებულ აპარატს რაღაც წრიპინის ხმებიც მისწვდა,
თვალები გაოცებულმა დაახამხამა ჯერ კიდევ შოკში მყოფმა სხეულზე დაიხედა, უამრავი მილით რომ იყო დახვრეტილი და უამრავი რაღაცეები ეკრა, მაინც ვერ მოვიდა აზრზე რადგან ხედავდნენ ესე იგი ცოცხალი იყო მაგრამ ეს როგორ იყო შესაძლებელი??
ქალს ახედა რომელიც მომლოდინედ აკვირდებოდა
-ხმას არ ამოიღებ? რამე ხომ არ გტკივა როგორ გრძნობ თავს? სერიოზული ოპერაცია გადაიტანე მინდა იცოდე რომ ძალიან მებრძოლი გოგო ხარ
ღიმილით მოუთათუნა ხელები ხელზე და იქვე სკამზე ჩამოჯდა
გოგო კი ენას პირში ვერ აბრუნებდა,
პირი ნელა გააღო და ენა ძლივს ამოაბრუნა პირის ღრუში, თავიდან ღმუილის მაგდაგვარი ბგერები აღმოხდა თუმცა შეძლებისდაგვარად მოახერხა ეთქვა რამოდენიმე სიტყვა,
-რა მოხდა?!
ექიმს მომლოდინედ შეაჩერდა
-ძვირფასო მინდა გითხრა რომ ძლიერი მფარველი ანგელოზი გყავს, გული გადაგირენგეთ იმ დღეს გამოჩნდა ახლა ყველაფერი კარგად იქნება
ხელი ხელზე მოუთათუნა და სკამიდან წამოდგა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მაჩვენებლებს და პალატიდან უხმოდ გავიდა.

4თვის შემდეგ
სავანდმყოფოდან ორი თვის წინ გამომწერეს, დრო სასტიკად მალე გავიდა, მართლაც როგორ მიქროდა დრო? მისთვის თვალის შევლებასაც კი ვერ მოასწრებს ადამიანი, ორი თვე გასულიყო რაც სოფელში განსატვირთად ჩამოსულიყვნენ, ახლაც იჯდა გვირილებში და ცას უყურებდა, თბილი აპრილი დამდგარიყი მზის სხივები ყველაფერს თბილად ეპოტინებოდა და ათბობდა, როდესაც გვირილებზე მზის სხივების თამაშს აკვირდებოდა ისეთი გრძნობა ეუფლებოდა თითქოს მამა თავის შვილებს ეფერებოდა და ათბობდა
დედამიწა კი დედა რომელიც მათ აცოცხლებდა აჭმევდა და ასმევდა
მართლაც რომ უცნაური გრძნობები და შეხედულებები დაჰყვა იმ საბედისწერო დღიდან, თითქოს ვარდისფერი სათვალეები გამოსტაცეს და ლურჯი შეაჩეჩესო
ერთხელ მამაოსაც კი დაელაპარაკა ამ თემაზე და მან უთხრა იქნებ მისი სულის ნაწილი დაგჰყვაო;
მას შემდეგ სულ მთლად შეიცვალა თითქოს მიხვდა ცივი და ჩუმი გახდა უფრო დაფიქრებული და უცნაური, მართლაც გრძნობდა გულში რაღაცას, უცხოს, რომელიც გულს უღრღნიდა მაგრამ ვერაფერს შველოდა, ვერაფერს აკეთებდა!
იმ ღამეს ტკბილად ჩაეძინა მთვარის შუქზე რომელიც ფანჯრიდან იპარებოდა და მარიამის სახეს ეპოტინებოდა, აი იმ ღამეს კი საბოლოოდ შეიცვალა მარიამ მარხვაშვილის ცხოვრება.

აქეთ-იქით განუწყვეტლივ იყურებოდა თითქოს რაღაცას ეძებდა, ხედავდა უამრავ ხალხში გზას როგორ იკვლევდა და თავს უფრო და უფრო უცნაურად გრძნობდა, გზად ერთი ბიჭი გადაეღობა და მოულოდნელად ჩაეხუტა
-ძმაა სად დაიკარგე რომ აღარ გვკადრულობ
ის კი ისევ აგრძელებდა კისრის წაგრძელებას და რაღაცის ძებნას
-აუცილებლად დაგირეკავ საქმე მაქვს ახლა
უინტერესოდ აუქცია გვერდი და სიარული განაგრძო, მალევე ამდენ ხმაურში სიცილის ხმაც მოესმა მაგრამ იმდენად ნაცნობი იყო რომ დანარჩენი ყველას ხმა გადაფარა, გრძნობდა გული როგორ უძგერდა ბაგა-ბუგი გაჰქონდა ხალხშიც გაიკვლია საბოლოოდ გზა და სულ გაიყინა როდესაც თავისი სილუეტი პუფსში ბარბისთან ერთად მჯდომარე დალანდა
გაიყინა, გაქვავდა, დაიბნა მაგრამ ის ავტომატურად მიიწევდა წინ მალევე ისიც მოთავსდა იქვე არსებულ პუფსში და ბიჭებს მიესალმა
-ოოო როგორ მოხდა რომ ერეკლემ გვიკადრა?
მალევე ესმა გიოს ხმა რომელიც მის გვერდითა დივანზე იჯდა,
საშინელმა დეჟავიუს შეგრძნებამ დაუარა
-ნუ ა*რაკებ შენი ჭირიმე
მე კი ბარბარასთან ჩემს საუკეთესო მეგობართან განვაგრძობდი საუბარს
-კაი რა როდის უნდა უთხრა?!! ვერ ხედავ სიყვარულის ცეცხლში იფერფლები
მალევე ჩაესმა გვერდით მჯდომი ბიჭის ხმა მისკენაც მალევე გაიხედა და მასში თორნიკეც მალევე ამოიცნო უფრო დაიბნა ისევ ეს დაწყევლილი დეჟავიუ
-მე არავინ არ მიყვარს!
მოლანდებები გჭირს!
ისეთი მკაცრი ხმა გაისმა აი მეც წამით გამოვიხედე მე მას ვხედავდი საკუთარ თავს რომელიც ცხვირაბზუებული შებრუნდა მოჭუკჭუკე გიორგისკენ და სიცილი დაიწყო,
გული გაჩერდა
სისხლძარღვებში სისხლი გაიყინა
გულმა წამში 100-ჯერ იწყო ბრაგუნი ყველაფერი უფერულდება იცრიცება...

-არააა
საწოლიდან ისე სწრაფად წამოვხტი იატაკზე მივახდინე ზღართანი ჯერ გაანალიზებული არ მქონდა არაფერი რომ კარები მამამ შემოგლიჯა და მაშინვე მომმვარდა
-მარი მარი ჩემი გოგოვ კარგად ხარ?? რამე გჭირს??
ღმრად ჩავისუნთქე უკვე ლოგინზე მჯდომიარემ და ამოსუნთქვის თანავე დავაყოლე
-კარგად ვარ კარგად უბრალოდ კოშმარი მესიზმრა
მალევე გავიგონე მამასი და კარებთან აყუდებული დედის ამოხვნეშის ხმა
-კაი საყვარელო დაიძინე
მკრთალად ვუღიმი და მათი გასვლისთანავე კანკალი მიტყდება
მახსენდება ის საღამო!
საღამო როდესაც ასე ცოტნე მეტრეველს შევხედე! ზუსტად დღევანდელ დღეს ორი წლის წინ!

ღამე მთლიანად ფიქრებმა მოიცვა, ვერ იძინებდა ერთ ადგილას ვერ ისვენებდა ვერ გაეგო რა ხდებოდა, გული გიჟივით უცემდა ფრჩხილებს შეუჩერებლად იჭამდა და ღამის მუქ ცას მიშტერებული ფიქრებში დაფრინავდა,
ეშინოდა.. სასტიკად ეშინოდა რადგან ეს ნორმალური არ იყო ვერაფერი გაეგო და დაბნეული ბატივით გრძნობდა თავს, უცბად ფეხზე წამოხტა იატაკზე მჯდარი და ტელეფონს დასწვდა იმ დღეზე მოიძია როდესაც გული გადაუნერგეს, მადლობელი იყო იმ ადამიანის მაგრამ დიდად არ დაინტერესებულა მისი ვინაობით თუმცა გაღვიძების შემდეგ არც არაფერზე დაინტერესებულა,
წამშივე ამოუგდო ახალი ამბები და წაკითხულმა ნამდვილად შესძრა
-ცოტნე მეტრეველი ავარიაში მოყვა და სამწუხაროდ სავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა...
ნუთუ ახლა მასში მისი გული ძგერდა? ნუთუ ეს აუხსნელი ხილვები მისი იყო? კი მაგრამ როგორ? როგორ მოხდა ეს? ან როგორ იყო ეს შესაძლებელი??!
გული ისე შეუტოკდა ეგონა სადაცაა გამოხტებოდა სუნთქვა გაუხშირდა და პანიკური შეტევა დაეწყო, იმდენად იყო შეშინებული და შეძრული რომ ვერაფერს აღიქვამდა მარტო ის ახსოვს როგორ გაიღო კარი და როგორ შემოვარდა დედამისი.

თვალები ისევ დაწყევლილ თეთრ სივრცეში გაახილა და კიდევ ერთხელ დასწყევლა თავისი ბედი რომ აქ აღმოჩნდა, როგორ ვერ იტანდა როგორ ეზიზღებოდა.. თვალი ქვემოთაც ჩამოიტანა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა რადგან ის კი არ იწვა არამედ დივანზე იჯდა ირგვლივ კი ყველაფერი იმდენად თეთრი იყო ეგონა უსასრულობის და რეალობის გასაყარზე იჯდა,
მალევე მოესმა ფეხსაცმლის ხმა ვიღაც მოდიდოა, აქეთ-იქით იყურებოდა თითოეულ კუთხეს აკვირდებოდა მაგრამ ვერავის ვერ ხედავდა ციბრუტივით ტრიალებდა ერთ ადგილზე და შეშინებული თითქოს გულს ხელებით იჭერდა
-ნუ მეწინააღმდეგები ნია გთხოვ
მალევე გაისმა სივრცეში ბიჭის ხმა და ექოდ გავრცელდა რამაც ნია უფრო შეაშინა ხმა არ ამოუღია.. უფროსწორად ვერ იღებდა თვალებსაც კი ძლივს ახამხამებდა, მალევე გამოიკვეთა შავი სილუეტი, შავი შარვალი, ნავრისფერი ბოტასები და ნაცრისფერი ჰუდი ეცვა, სახეზე ვერ ხედავდა მაგრამ იცოდა გულის სიღრმეში იცოდა ეს ვინ იქნებოდა
-ნია უნდა იცოდე ყველაფერი უნდა გაიგო თორემ ამ სამყაროს მშვიდად ვერ დავტოვებ გთხოვ ნია გამანთავისუფლე
მუდარა იგრძნო მის ხმაში მაგრამ ის ახლა გამოკვეთილ სახეს აკვირდებოდა
-ცოტნე..
-ნია..
თავი ღიმილით ჩახარა და კეფა მოიფხანა გოგოს თვალებში ჩააჩერდა და ხელი მისკენ გაიწვდინა მანაც ავტომატურად ჩასჭიდა ხელი და მისკენ მიიზიდა, ისე თბილად ჩაიხუტა გოგო ვერაფერს ამბობდა ვერც ინძრეოდა ვერაფერს აღიქვამდა წუხდა.. ღელავდა.. უხაროდა.. და მაინც ისე ეშინოდა ახლავე გაუსკდებოდა გული
-ოოჰ ნია რა ლამაზი ხარ მოშორდა ლოყაზე ხელის ზურგი ჩამოუტარა და ისე შეაჩერდა თვალებში ეგონა რომ მის სულში იყურებოდა
-ნია ნუ მეწინააღმდეგები..
თვალები უნებურად აუცრემლიანდა შუბლზე ტუჩები მომაკრა და მალევე ვიგრძენი თბილი წვეთები როგორ დამეცა შუბლზე, შემდეგ ლოყას ჩამოუყვა და ყელში დაუკითხავად გაუჩინარდა,
შესძრა, შეაკანკალა მაგრამ მაინც ვერაფერს ამბობდა
-აი ესე კარგი გოგო
თავი ღიმილით დაუქნია და როგორც კი სითეთრეში გაუჩინარება დაიწყო მაშინვე დაპანიკდა
-ცოტნე ცოტნე სად მიდიხარ ცოტნეე
უსასრულობაში ყვიროდა ვერც ინძრეოდა ის კი უბრალოდ იღიმოდა და ფერმკრთალდებოდა.

-ოოჰ ნია ნია ჩემო გოგო კარგად ხარ? ექიმს დაუძახე! მაკა
მამამისის ხმა მკრთალად ჩაესმოდა, ნელ-ნელა თვალებს ახელდა თავიდან ერთმანეთში ადგაბნილ შავ-თეთრ ფერებს ხედავდა შემდეგ უფრო გაიწმინდა მხედველობა და მალევე შავ რკალში მამამისიც ამოიცნო
-რა მოხდა?
ისე ხმადაბლა იკითხა ეჭვი შეეპარა გაიგო თუ არაო ენა გააწკლაპუნა და ახლა იგრძრო პირში არსებული სიმშრალე, მისი პირი საჰარას დამსგავსებოდა
-წყალი
შედარებით ღონივრად წარმოთქვა, მამამისიც მაშინვე გაფაცურდა თუმცა მალევე გაისმა კარის გაღების ხმა და ადგილზე გახევდა
-უუჰ გაიღვიძე ჩემი ლამაზო? თავს როგორ გრძნობ?
ექიმი თათია ისევ ფორმაში იყო ეს ქალი სულ როგორ იღიმოდა?
-კარგას წყალი
ორი სიტყვა ძლივს წარმივთქვი, მამაც გამოფხიზლდა და საწრუპი პირში ჩამიდო,
წყლის დალევის შემდეგ ცოტა ხანი ექიმის და მშობლების საუბარს ვუსმინე მაგრამ მაინც ვერ დავასკვენი რა მომივიდა ამიტომ მოღონიერებულმა ხმამაღლა ვიკითხე
-რა დამემართა?
სამივემ თავი ჩემკენ ისე უცბად შემოატრიალა შიშისგან კინაღამ ადგილზე შევხტი
-ძალიან უცნაური და უიშვიათესი რამ ძვირფასო, სხეულმა პროტესტი გამოთქვა შენს გულან დაკავშირებით მაგრამ უმეტეს ორი თვის ფანმავლობაში ხდება ეს მარტო შენ კი რატომღაც ოთხი თვის შემდეგ მოგივიდა ასე თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა პატარავ არ იდარდო გული საიმედოდაა დაცული და ორგანიზმიც დაწყნარებული ესეთი რამ აღარ უნდა გამეორდეს
სანდომიანად გაგვიღიმა
-ბოდიში ახლა უნდა წავიდე ერთი კვირა აქ გაჩერდები დაკვირვებას განვახორციელებთ ყოველი შემთხვევისთვის
კარებს სწვდა და ისე უცებ გაშპა ვერც კი გავაყოლე თვალი.

დაპირებისამებრ ერთ კვირაში გამწერეს თუმცა ამჯერად სოფელში აღარ წავსულვართ, ოთახში დაღლილი შევედი და საწოლზე ყოველგვარი ზედმეტი და ჩქარი მოძრაობების გარეში დავწექი ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ან რა უნდა გამეგო ისედაც ეს ყველაფერი სასტიკად მაბნევდა ამიტომ ფიქრები სწრაფად გავყარე და დასაძინებლად მოვემზადე.

სამი დღე უღიმღამოდ მიიწურა, ახლაც იჯდა საწოლზე და ფიქრობდა ახალ უცნაურობაზე რომელიც მოსვენებას არ აძლევდა, დიდი ხანი ფიქრობდა ამაზე საკუთარ თავთან ჩხუბიც ჰქონდა, უნდოდა თუ არა მართლა ყველაფრის გაგება სიმართლე ძალიან აშინებდა მაგრამ ვეღარ უძლებდა, ეს ტყემალზე ჯდომას და ვაშლის ჭამას გავდა, სუსხიანი დღე იყო ასე რომ ჯინსის თბილ ქურთუკს დაავლო ხელი, შემოიცვა და გარეთ გავიდა სანდროს ნომერი მოიძია ტელეფონში და პატარა შეტყობინება მიწერა
“ჩვენ ადგილზე ბიჭებიც წამოიყვანე სასწრაფოა”
პატარა ლამაზად მოწყობილ კაფეს მალევე მიადგა როგორც ჩანს პირველი იყო, ფორთოხლის წვენი შეუკვეთა და ლოდინის რეჟიმი ჩართო ათ წუთში ბიჭებიც მოვიდნენ
სანდრო გიორგი ნიკა და ლევანი
სანდრო მისი დეიდაშვილი იყო ხოლო ლევანი ბარბარას ძმა აქედან იცნობდნენ ერთმანეთს ეს ექვსეული, ერთმანეთში ყველა კარგად იყო ბიჭებს გოგოები ძალიან უყვარდათ მაგრამ ბიჭები მაინც სხვა განზომილებაში იყვნენ თავის საძმაკაცოსთან რომელშიც ცოტნეც შედიოდა,
-როგორ ხარ პრინცესა არ ვიცოდი თუ სოფლიდან ჩამოხვედით
სევდიანი თვალები გამიშტერა გიომ თუმცა ის მაინც შევამჩნიე როგორ მიაშტერდა სანდრო ჩემი გულის მიდამოს, გულმა მაშინვე აუჩქარა მუშაიბას გული დამწყდა ტირილის გრძნობამ ამიტანა ისე ვიყავი ახლავე ბღავილს დავიწყებდი როდესაც მხედველობაში ვიღაც უცხო შევნიშნე, ჩვენკენ მოდიოდა მის დანახვაზე ბიჭები ფეხზე წამოდგნენ და გადაეხვივნენ მე გავშეშდი გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა არადა არ ვიცნობდი, ვიცანი მათი საძმაკაცოდან ბექა მაგრამ ახლოდან არ ვიცნობდი თუმცა გული მე არ მეკუთვნოდა, ალბათ მისთვი მნიშვნელოვანი პიროვნება იყო,
ფიქრებში ვიყავი გაფანტული სანდრომ რომ გამომაფხიზლა
-რატომ დაგვიბარე
ხელის შეხებამ შემაკრთო და თავი გავაქნიე აზრზე მოსასვლელად
-ჰო ჰმმ
ხმა ჩავიწმინდე სკამზე უკეთესად მოვკალათდი და ყველას სათითაოდ გადავხედე
-ალბათ იცით ვისი გულიც მიძგერს არა?
ყველა დაიძაბა მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი მაინც ბექას ეტყობოდა რომელიც ჩემს მკერდს დაჟინებით უყურებდა
-კი ძლივს ამოიღეს ხმა ბიჭებმა
-ყველაფერი მაინტერესებს გესმით? უფლება მაქვს რომ ვიცოდე ალბათ ეს უკვე კარგად იცით!
ხმა გავიმკაცრე და სათითაოდ გადავხედე, დადუმდნენ ვერავინ იღებდა ხმას, ზოგი თავს იფხანდა ზოგიც უბრალოდ დაბლა თავის ტუფლებს დიდი ინტერესით აკვირდებოდა ანდაც იატაკს
ბექას ხმამ დაარღვია აქაური უხერხული სიჩუმე
-თავ დავიწყებით უყვარდი, ბავშვობიდან მხოლოდ შენ გეკავა მისი გული მაგრამ იმდენად წრფელი სიყვარულით იყო შეპყრობილი რომ შენთან მოახლოებასაც ვერ ბედავდა და არც სხვებს აძლევდა ამის საშუალებას მისი ცხოვრების მთავარი შიშები და გრძნობები შეენ მიისაკუთრე ასე ამბობდა თუ რამე დაემართება თავს არ ვიცოცხლებო ასეც მოხდა...
თავი ჩახარა ბიჭებიც გაიყურსნენ მე კი ემოციებში ახლართულს ცრემლები დაუკითხავად გადმომცვივდა,
გული ძლიერ შემეკუმშა მაშინვე ხელი მივირტყი ცრემლებს ვერ ვიკავებდი და გულზე ხელს უფრო და უფრო ძლიერ ვირტყავდი, სიმართლით განადგურებული ვერ ვფიქრობდი, მაგრამ თან ვხვდებოდი ყველაფერს, თუმცა არ მინდოდა არ მინდოდა დამენახა რაც ასე აშკარა იყო
მაგრამ რატომ? ნუთუ ასეთი უსამართლია სამყარო?!
გულიდან ხელი მოვიცილე და ჩემკენ მოვარდნილ ბიჭებს ვკითხე რისი პასუხიც უკვე კარგად ვიცოდი
-ნუთუ მან თავი მოიკლა?
ბიჭები გაშეშდნენ ტკივილი უფრო გაღვივდა ჩემში და ასევე მათშიც
ხმას ვერავინ ვერ იღებდა
-მითხარით!! მან ეს ჩემს გამო გააკეთა??
სანდროს თავის დაქნევაც საკმარისი იყო, მაშინვე გამოვვარდი იმ ადგილიდან რომელიც ჩემთვის უკვე სულის ჩამხუთველ კუბოდ ქცეულიყო, რომელიც დროდადრო უფრო პატარავდებოდა და მე უბრალოდ იქ გაერი აგარ მეყოფოდა, ტაქსი გავაჩერე და მძღოლს მისამართი ვუთხარი, სავარძელზე აკრულმა თვალები მწარედ დავხუჭე და ღრმად სუნთქვა დავიწყე;

ლიანდაგებს ზემოდან დავყურებდი და ფიქრებს გასაქანს ვაძლევდი,
იმდენ რამეზე მეფიქრებოდა ერთდროულად არ ვიცოდი რითი დამეწყო, ამასობაში უნებლიედ წარსული მახსენდება
სკოლაში ჩვენს ადგილას ვიდექით და რაღაცაზე ვიცინოდით როდესაც ცოტნე გამოჩნდა და რატომღაც თვალი ავარიდე არ შემიხედია თუმცა ბარბარა მოვიდა და ყურთან ჩამჩურჩულა
მგელი ლეკვად იქცაო ვერ მივხვდი იმ მომენტში რატო ანდაც რაზე მითხრა ეს თუმცა დიდად არც კი მიფიქრია შევუღრინე და გიოსთან ბაასი განვაგრძე,
ყველამ იცოდა ნუთუ მართლა ყველა ხვდებოდა ჩემს გარდა მართლა ასეთი სულელი ვიყავი? თვალს ყოველთვის იმიტომ ვარიდებდი რომ სკოლის ყველაზე დიდ ბაბნიკთან არ მინდოდა რომ ურთიერთობა მქონოდა, ყველა ასე ახასიათებდა და ასეც ჩანდა მაგრამ არ დავკვირვებივარ უბრალოდ ხალხის აზრი მქონდა აკვიატებული და ამის გამო ეს ყველაფერი ამის გამო? ხელების ბეტონზე რტყმა და ღრიალი დავიწყე, როდესაც უცებ მომვარდა ვიღაც და მხრებში წამიჭირა ხელები
-მარ დაწყნარდი გთხოვ მარი ყველაფერი კარგად იქნება ჩაივლის კარგი?
ბარბარა იყო რათქმაუნდა მხოლოს მას შეეძლო ჩემი ყველგან პოვნა
-შენც იცოდი ხომ?
ტირილის პირას მისულმა ავხედე
-რატომ არ მითხარი?
სევდიანი თვალები მივაპყარი მან ვერ გაუძლო ჩემს მზერას და ცისკენ აიხედა
-არ დამიჯერებდი ჩუმად წარმოთქვა და თვალი შეშინებულმა გამისწორა
-აი მწარე სიმართლეც
მწარედ ჩამეცინა საკუთარ თავზე და ადგილიდან ვიწყე წამოდგომა
-რატომ მისტირი მარი წარსულს? შენ ხომ ის არ გყვარებია რას შეცვლიდი??
ისიც წამოდგა და წინ დამიდგა ცრემლები ისევ გადმომცვივდა მიმიკას ვერ ვაჩერებდი ვერც ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი ბარბარა მაშინვე ჩემსკენ გამოიწია და ჩამიხუტა
-წარსულს ბარბ წარსულს შევცვლიდი მე წარსულს ბედნიერ სიზმრად ვაქცევდი
-რას ამბობ მაარ? ბარბი ნელა მომშორდა და ჩემი პასუხის გაანალიზება დაიწყო, წარბ შეკრული მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი
-სიყვარული სიძულვილით იწყებაო არა?
მკრთალად გავიღიმე და მხრები ავიწურე
ბარბი დასერიოზულდა სახეზე ფერები გადაუვიდა და პირზე ხელი იტკიცა მე კი სიცილი დავიწყე ახლა გააზრებული კიდევ ერთი მწარე სიმართლე ეს აქამდე როგორ ვერ ვაღიარე? ხომ შემეძლო წარსულის გალამაზება? მისთვის ტკბილი მოგონებების ჩუქება, მაგრამ არა ის აქედან ისე წავიდა რომ იმის თქმაც კი ვერ მოახერხა რომ ვუყვარდი, ბარბი ჩემკენ გამოექანა და ისე ძლიერ ჩამიხუტა ნამდვილად მჭირდებიდა ეს, გაბედნიერებულმა მეც ძლიერად ჩავიხუტე თუმცა რა მაბედნიერებდა ამ რეალობაში? ალბათ მისი ნაწილი ზეიმობდა ჯერ კიდევ რომ ჩემს სულში იყო
სახლში მალევე დავბრუნდი და ემოციებით გადაღლილს მალევე ჩამეძინა.

ჩემს სახლს ვხედავდი, ჩემი სახლის წინ ვიდექი და ჩემ ფანჯარას შევსცქეროდი სადაც შუქი ინთო, ვერ მივხვდი თავიდან რა ხდებოდა მერე გავიაზრე რომ ეს ისევ მისი ერთ-ერთი მოგონება იყო, ყურადღება ისევ ჩემი ფანჯრისკენ მივმართე
ოო არა ოღონს ეს არა გონებაში თვალებზე ხელს ვიფარებ და სხვა მხარეს ვიხედები თუმცა აქაურობაზე კონტროლი მე არ მაქვს, ამიტომ ისევ ჩემ თავს ვუყურებ როგორ ვხტივარ საწოლზე გაღიმებული და თან ვცეკვავ ოღონდაც ეს არა ეს ის დღეა როდესაც მეთერთმეტე კლასის გამოცდები წარმატებით გავისტუმრე და მეთორმეტეკლასელობას ავღნიშნავდი ვგრძნობ როგორ ეღიმება და ბედნიერდება ამაზე მეც გული მაშინვე მიფართხალდება, თუმცა მოულოდნელად სხვა მხარეს ვიხედები, ის იხედება ვერ ვხვდები რატომ მანქანას ვამჩნევ კარგად ვერც ვხედავ რა ხდება მზერას ისევ ოთახისკენ ვაბრუნებ სადაც უკვე სავარცხელი მიჭირავს და თავი სცენაზე მდგომი ერთ-ერთი ვარსკვლავი მგონია, წამით სირცხვილით ვიწვი მაგრამ თავს რომ ისევ მანქანისკენ აბრუნებს ვიძაბები ვხვდები რაღაც არაა რიგზე და ეს მაშინებს, სხეული მანქანისკენ მიდის და სწრაფადვე ჯდება წამშივე გვერდით მანქანა მიქრის, ის მანქანა რომელის ძლივს შევამჩნიე, ცოტნეც არ აყოვნებს და მალევე ქოქავს მანქანას, გული შიშისგან მიფრთხიალებს ორი მანქანა უსწრაფესად მიდის გზატკეცილზე და არავის სხვას არ აქცევენ ყურადღებას, ვიცი რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და ამის წარმოდგენაც არ მინდა მალევე ჩერდება მანქანა ის მაშინვე გადადის და ახლად გადმოსული ბიჭისკენ მიდის რომლის სახეს ვერ ვხედავ, ჯერ არ არის შემოტრიალებული რომ ხელს ადებს მხარზე და უსწრაფესად აბრუნებს მანქანას მთელი ძალით აყუდებს და გამწარებული უღრენს
-ხომ გითხარი თავი დაანებეთქო ის ამ საქმეში ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე მან სიმართლეც კი არ იცის გთხოვ ლუკა ამ შურისძიებაზე ხელი აიღე თავი დაანებე მას, ძველი მეგობრობის ხათრით მაინც
მკერდზე შედარებით მსუბუქად ურტყავს მუშტს და უკან იხევს,
ბიჭის მწვანე თვალები მაშეშებს მასში რაღაც ნაცნობს ვხედავ და სულ მთლად ბრინჯივით ვიფანტები
-შენც კარგად იცი ძმაო რომ ეს შურისძიება ბავშვობიდან მომყვება ჩემი ცხოვრების მთავარ არსად და მიზნად იქცა არ შემიძლია გესმის? ამას ვერ ვიზამ ეს უნდა გავაკეთი ყველაფერი მისი ბრალია ყველაფერი ცუდი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა მისი ბრალია!!
ყვირილზე და ხელის ქნევაზე გადადის, ის ისაა ცოტნემაც უნდა თქვას რომ მოგონება მოულოდნელად წყდება მაგრამ მაიმც ვამშნევ ბოლო სიტყვებს
-მაგრამ ის შ...
საწოლიდან შეშინებული ვხტები და ბოლოს ისევ იატაკთან ჩახუტებით ვამთავრებ, მალევე ვდგები ვგრძნობ როგორ მტკივა მთელი სხეული დაძაბულობისგან საწოლს ზურგით ვეყუდები და შუბლიდან ოფლს ხელის ზურგით ვიწმენდ, ნუთუ ისინი ჩემზე ლაპარაკობდნენ? ნუთუ ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი? რა იყო ჩემი ბრალი? რა გავუკეთე იმ ბიჭს?? თავზე ხელებს ვიდებ გასკდომამდე მაქვს, ტვინის ფეთქვას ვგრძნობ და თვალებს მტკივნეულად ვხუჭავ, ტვინის თითოეული განყოფილება იწყებს ტკივილს და უარესად ვღრეჯავ სახეს, იატაკიდან ძლივს ვდგები და თავზე ხელებ აწყობილი კუხისკენ მივიწევ წამლის ასაღებად.
უკვე 7 საათი იყო საწოლიდან მშვიდად ავდექი არ მძინებია, გაღვიძების შემდეგ ვიწექი და ვფიქრობდი, ერთადერთ გამოსავლად მისი საუკეთესო მეგობარი მრჩებოდა,
მალევე ვიცმევ და გიოს გამწარებული ვურეკავ როგორც იქნა მესამე ზარზე მპასუხობს
-იცოდე სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლი ახლა
ისეთი ჩახლეჩილი ხმით მპასუხობს მეღიმება
-გიო ბექას ნომერი მჭირდება სასწრაფოდ მომწერე
ცოტა ხანი არაფერი ისმის ტელეფონში
შემდეგ მისი დაძაბული ხმა მხვდება ყურთ
-რამე სერიოზულია?
-არა გთხოვ სწრაფად
ტელეფონს ვთიშავ და სახლიდან დაუკითხავად გავდივარ დედას მოკლე წერილს ვუტოვებ ყოველიშემთხვევისთვის ნერვიულობით ცუდად რომ არ გახდეს და მეტროსკენ სწრაფი ნაბიჯებით მივისწრაფი, მესიჯიც მალევე მომდის
სამედიცინოდან რუსთაველზე გავდივარ,
იქიდან კი ავტობუსით ვაგრძელებ გზას.
მის კორპუსს მალევე ვუახლოვდები, მეორე სართულზე სირბილით ავდივარ და მარჯვენა მხარეს არსებულ კარებზე გამწარებული ვაკაკუნებ გადაღლილი კარებს ვეყუდები და ველოდები,
ორიოდე წუთის ლოდინის შემდეგ კარებს ნამძირალევი ბექა აღებს, სახლში ისე ვუვარდები ხმის ამოღებასაც ვერ ასწრებს
დივანზე ვჯდები განერვიულებული და პირისპირ რომ მიდგება ხელებ გაშლილი კითხვის ნიშნებით სავსე ვსვავ ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვას
-ვინ არის ის ბექა? და რა აკავშირებს მას ჩემთან?
ხმას არ იღებს უბრალოდ წარბებს ჭმუხნის და მოპირდაპირე მხარეს ჯდება
-რაზე ლაპარაკობ მარი?
-გთხოვ ბექა თავს ნუ ისულელებ იმ ბიჭზე ჩემი მოკვლა ასე ძალიან რომ უნდა! გაწიწმატებული ვუბრუნებ პასუხს
-ლუკა ჩვენი ძველი ძმაკაცია სამნი ვიყავით სკოლიდან ერთად მოვდიოდით უბრალოდ მერე უკვალოდ აორთქლდა 10 კლასში აი შენთან კი არავითარი კავშირი არ აქვს საერთოდ რაში გაინტერესებს ან საიდან იცი?
უფრო დიდი კითხვისნიშანი ესახება სახეზე
ისევე როგორც მე
-ჩემი მოკვლა რა ჯანდაბად უნდა მაშინ??!
-არ ვიცი რაზე საუბრობ მარი!
არ ჯდება ერთმანეთში არაფერი ჯდება ზედმეტად ბევრი პაზლის ნაწილია დაკარგული!
ფეხზე გაბრაზებული ვხტები და კარებისკენ მივდივარ, ვგრძნობ ისიც მომყვება უკან ამიტომ კარებთან მისული უკან ვბრუნდები და იმედგაცრუებული სახით ვაკვირდები
-რაღაცას მიმალავ ბექა ხომ იცი რომ სიმართლე დიდხანს ვერასდროს იმალება?!.

ერთი კვირა არაფერი დამსიზმრებია მე კი იმდენი კითხვა მქონდა ამის ნახევარი რომ ყოფილიყო პასუხი რაღა მენდომებოდა? არავის დავლაპარაკებივარ ცდილობდნენ ჩემთან შეხმიანებას მაგრამ არავისთვის დამიგდია ყური, იმდენად ვიყავი სტრესში რომ არავინ და არაფერი აღარ მაინტერესებდა;
ღამის ორი საათი იყო ამჯერადაც ვერ ვიძინებდი მაინც ვიცოდი რომ არ მოვიდოდა ამიტომ ჩავიცვი და გარეთ გავედი სასეირნოდ მთელ თბილისს ეძინა, ყოველშემთხვევაში მე ქუჩაში კატასაც კი ვერ ვხედავდი, სამედიცინოს მშვიდად დავუყევი ნერვები ცოტა რომ დავიმშვიდე უკვე ამ სიჩუმით მობეზრებულმა სახლისკენ ავიღე გეზი რომ სიბნელეში ვიღაცის სილუეტი შევნიშნე, არ ვიცი ასე რატომ შემეშინდა უბრალოდ მთელი სხეული გაქცევისკენ მექაჩებოდა, მეც გავიქეცი სახლისკენ შეშინებული მივრბოდი შემდეგ ვიღაც მექაჩება ხელზე ახლა კი ტვინიც ტეხს პანიკას გულთან ერთად, ის მწვანე თვალები, შემდეგ მთელ სხეულში დავლილი სიცივე და ტკივილი, უკუნითი სიბნელე...

-არაა გაჩერდი მოკეტე ის ჩემთვის არაფერი არ არის არაფერი!! გესმის??
მწვანეთვალება ღრიალებდა ისევ სიბნელე ისევ ის მოგონებ
-როდემდე უნდა უარყო? შენი დის მკვლელად უნდა იქცე?!!!
ჩავიკეცე სულიერად ნამდვილად გავტყდი
-მან ხომ მე მშობლები დამიხოცაა?!!!
-მას არაფერი გაუკეთებია!!ეს შენ კარგადაც იცი, წლებია გვერდიდან არ მოშორებიხარ განა არ ვიცი? მისი მოკვლა რომ გინდოდეს ამას დიდი ხნის წინ დამთავრებდი! ეს უბრალო აკვიატებაა ლუკა და ჯობია მალე მოიშორო ეგ თავიდან!
რაღაც ცივს ვგრძნობ და თითქოს მოგონებიდან ვიგლიჯები
შუქს ვხედავ, ჩემს წინ კიდია და ქანაობს ოჰჰ თავი როგორ მტკივა რა ჯანდაბა მოხდა კი მაგრამ?? ახლა ვგრძნობ რომ სველი ვარ წყალი შეუსხმიათ, მოგონებები წამის სისწრაფით მიახლდება ყველაფერი ჩემ დაღრეცილ სახეს შოკირებული ცვლის შემდეგ კი ისევ ის ნაცნობი ხმა
-დაიკო როგორ მოგიკითხო? ბედი მაქვსო შენზე ამბობენ რაა ხედავ? ჩემი ძმაკაციც კი ისე გამიგიჟე შენ გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა ავარია მოაწყო და გული შენ გადმოგინერგა
წინ იჯდა სკამზე და დამცინავად მიყურებდა
ენა გადამეყლაპა ახლა იმდენად გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი ენას ვერ ამოვიღებდი უბრალოდ არ შემეძლო ვერ შევძლებდი
-რატომ არაფერს მეუბნები? ენა გადაყლაპე?
პირი გავაღე რაღაცის სათქმელად მაგრამ მარტო ღმუილის მაგვარი ბგერები აღმომხდა
-ღმერთმანი წაამალი მეტი ხომ არ შეგიყვანე? მართლა ხომ არ გადაყლაპე ენა? რადგან ნამდვილად მჭირდება
ეცინება უბრალოდ ასე უბრალოდ ეცინება,
მისი თვალები კი იმდენად ცივია ყინულივით ვერაფერს ამოიკითხავ არ მესმის ვერაფერი ვერ გავიგე რატომ ვძულვარ მას ასე ძლიან? ანდაც როგორ შეიძლება მე ვიყო მისი და?
ბოლოს და ბოლოს ხმის ამოღებას ვახერხებ
-ყველაფერი მითხარი!!
-უკაცრავად?
სიმწრით მეცინება მის გაკვირვებულ წარბებ აწეულ სახეზე, არადა როგორ მგავს მასაც მწვანე თვალები ოდნავ კეხიანი ცხვირი და ლამაზი ნაკვთები აქვს
-მე ხომ მკვლელი ვარ? ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე ვინ მოვკალი? ასე ძალიან რომ გინდა სიცოცხლე მომისწრაფო?
ერთ წარბს მაღლა ვწევ და მიჩნდება კითხვა საიდან ამდენი გამბედაობა? ეს ნამდვილად არ ვიყავი მე,
წარბებს უკვე გაბრაზებული კრავს მაგრამ მაინც ეტყობა თუ რაოდენ გაკვირვებულია ის
-კიდევ კითხვას სვამ? ჩემი ძმაკაცი უკვე დაგავიწყდა?!
გამწარებული გადი-გამოდის ახლა კი ნამდვილად ვამჩნევ ჩამდგარ სევდას მის თვალებში, თუმცა ისე უცებ ეცვლება მიმიკა შიშის ჟრუანტელი მივლის
-მოდი ცოტა უკან გადავიდეთ, წარსულში!
სახე უსერიოზულდება მაგრამ მის თვალებში სევდა დგება,
და ვიძაბები რადგან ის ხმას იღებს
-6 წლის ვიყავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ოჯახი მყავდა, ორივეს ძალიან ვუყვარდი მაგრამ ვამჩნევდი იმ ტკივილს რომელსაც ისინი სულ თან ატარებდნენ, ერთხელაც შემთხვევით გავიგონე მათი კამათი, ცხოვრებაში პირველად
ისინი ლაპარაკობდნენ რომ ვერ გაწვდებოდნენ ისინი მეორის გაზრდას ვერ შეძლებდნენ მაგ დროს კი დედაჩემმა იყვირა ის ლუკას დააო
მაშინ გავიგე პირველად შენი არსებობის შესახებ და მაშინვე ისეთმა სიძულვილმა შემიპყრო შენს მიმართ ალბათ ვგრძნობდი რაც მოდიოდა დიახ ძვირფასო დაო ტყუპები ვართ! საოცარი ზიზღი დააყოლა ამ სიტყვებს დ ისევ განაგრძო
- 11 ის ვიყავი რომ ააღმოვაჩინე დედა ნელ-ნელა სუსტდებოდა და ფერს კარგავდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე
კიბო, მან არ ისურვა მკურნალობა რადგან თავს იმდენად გრძნობდა დამნაშავედ შენი გაშვილების გამო რომ მეც კი აღარ ვახსოვდი, ორი წლის ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა მე კი მას ყოველდღე ვუყურებდი ვუყურებდი როგორ კვდებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი, ისევე როგორც მამა...
მას შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა სულ სვავდა მეჩხუბებოდა თვითონაც არ იცოდა რატომ პირველად რომ დამარტყა გაიქცა რომ მიხვდა რა გააკეთა გაიქცა შეშინებული და როდესაც 14 წლის ვიყავი ჯერ კიდევ ბავშვი ეზოში თავი ჩამოიხრჩო დილით სკოლაში წასვლისას აღმოვაჩინე და ეს ყველაფერი იცი რატომ
მარი? იმიტომ რომ ჩემი დაბადების შემდეგ ერთ წუთში შენ მომყევი და ჩემი ცხოვრებაც მაშინვე დაწერე აი ესე გამანადგურე და ბავშვობა დამინგრიე წარმოგიდგენია მაინც რამდენად მძულხარ?
ვტიროდი ის კი ისევ აგრძელებდა ლაპარაკს სკამიდან ამდგარიყო და ჩემს წინ იდგა და იმ წუთს იმ წამს მივხვდი თუ როგორი სიძულვილი მოდიოდა მისგან მივხვდი ამის მიზეზსაც, მივხვდი მისი უბედურების მიზეზს და ის ნამდვილად მწარე და გულის შემკუშავი იყო...

როგორცჩანს ეს ზედმეტი აღმოჩნდა ჩემი მდგომარეობისთვის, ახლა ვამჩნევ ჩემს ოფლიანობას და ყეუ ტკივილს მკერდის არეში, მაშინვე შეძლებისდაგვარად ნაკერისკენ ვაპარებ თვალს ის იმდენად წითელი იყო...
რაღაც ვერ იყო რიგზე!

ვიცოცხლებ? იქნებ არც მინდა რომ ვიცოცხლო ამ ჯოჯოხეთში არის კი ჩემი ადგილი?
-ნუ სულელობ მარი აი ახლა ეგ სიტყვები არ გეპატიება!
გამეღიმა ის იყო რათქმაუნდა ის იყო სანდრო ჩემს გვერდით იდგა და სევდიანად მიღიმოდა
-მართლა ვკვდები არა?
ასევე სევდიანი თვალებით ავხედე მან კი წყნარად და თვალის მომჭრელად გამიღიმა
-არა მარი არ მოკვდები
-მაგრამ ვკვდები!
წარბები შევჭმუხმნე ისიც დასერიოზულდა
-მაგრამ არ მოკვდები!
-პრაქტიკულად ვკვდები ახლა სადღაც ჩემი ძმის ახლომახლო ის კი არაფერს გააკეთებს ჩემს გადასარჩენად!
გაეცინა არა! არამედ გადაიხარხარა წარბები უფრო შევკარი რა იყო ამაში სასაცილო?
-ოჰ მარი ის 5 წელი გადევნებდა თვალს, შენი ყოველი დღე მისიც იყო შენი ყოველი ნაბიჯი იცოდა 5 წელი ყოველთვის შენს გვერდით იყო!
-ეგ რას ცვლის სანდრო? შენ თვითონაც ხომ იცი როგორ ვძულვარ?
ისევ იღიმის
-შენ არ თქვი სიყვარული სიძულვილით იწყებაო?
ვშეშდები თუმცა რატომ მიკვირს ასე არც ვიცი, ხომ ვიცოდი რომ ეს ყოველივე მოსალოდნელი იყო?
თავი დარცხვენილმა ჩავხარე,
ჩემს საქციელზე ეღიმება ხელებს ჩემკენ იწვდენს და გულში საოცარი სითბოთი მიკრავს ამ წამს ნამდვილად შემეძლო იმის თქმა რომ მას თითოეული უჯრედით ვგრძნობდი,
ვსევდიანდები ვხვდები რომ რაღაც არ არის რიგზე და იმასაც ვხვდები რომ ეს ბოლო შეხვედრაა,
ვტირი ცრემლები დაუკითხავად იკვლევენ გზას ჩემს ლოყებზე და მის მაიკას ასველებენ, თავზე ხელს მისმევს უფრო ძლიერად მხვევს მკლავებს და ყურში მეჩურჩულება
-ჩუუ დაწყნარდი პატარავ ყველაფერი რიგზეა კარგი?? ბოლოს და ბოლოს მე სასურველი პასუხი მივიღე და ბედნიერი შევხვდები მიქელას ვგრძნობ როგორ ეღიმება მაგრამ ამაზე თავს უცბად ვწევ მისი მკერდიდან და მის მკლავებსაც გაოცებული ვიშორებ
-რას ქვია წახვალ? რა გინდა საიქიოში შენ ჩემთან უნდა იყო სანდრო თუნდას ის დარჩენილი 5 წელი
წარბებს გაბრაზებული ვკრავ და პირდაპირ თვალებში ვაშტერდები
-უუჰ მარი როგორ გამაგიჟე შე ჯიუტო არსებავ თავს ღიმილით აქნევს, მე კი გული საგრძნობლად მილბება, მოულოდნელად კი სიცილი მიტყდება ისიც მყვება რამოდენიმე წუთს სიცილში ვატარებთ შემდეგ ვწყვეტთ თუმცა ის მაინც არ წყვეტს ღიმილს
-რაზე იცინოდი?
-პაემანი მოჩვენებასთან გამახსენდა და მოულოდნელად ჩვენს სიტუაციასთან დავაკავშირე მე ისევ მეცინება თუმცა მას სახე როგორც კი უსერიოზულდება მეც ვწვეტ სიცილს და ცრემლები ისევ იკვლევენ გზას ლოყების გავლით
-უნდა წავიდე მარ მომავალ ცხოვრებაში მაინც შევხვდებით ცალყბად იღიმის თუმცა მე თავის ქნევით ვიწყებ უკან დახევას
-არა ვერ გაგიშვებ არ შემიძლია კარგი რაა ცოტნე
მიახლოვდება ხელებს ხელებზე მიჭერს და მაიძულებს რომ თვალებში შევხედო
-მარ აქ დავიტანჯები და უფრო დავიკარგები მე სამუდამოდ დედამიწაზე ჩავრჩები არ შემიძლია უნდა წავიდე უნდა გამიშვა მარ უნდა თქვა თორემ შენც სამუდამოდ დაიტანჯები და მეც, ეს გარდაუვალი იქნება მომავალ ცხოვრებაშიც ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს და კიდევ ერთხევ ვერ შევიყვარებთ მარი უბრალოდ უნდა თქვა ეს ორივესთვის უნდა გააკეთო მარ!
ტირილს ვუმატებ
-რატომ? რატომ მოხდა ეს ყველაფერი ცოტნე?
ეღიმება სევდიანად ეღიმება თავს ჩემკენ წევს და მხურვალე ტუჩებს ლოყაზე მაწებებს თვალები მაშინვე მეხუჭება, ვშეშდები მაშინვე მივლის მთელ სხეულში ჟრუანტელი
-ადამიანი მასში ყველაფერია მარ მე შიშმა მძლია შენ სიჯიუტემ არადა ერთი ნაბიჯი რომ გადმომედგა... მაგრამ დროც თავისას შვება მარ ძალიან დავიგვიანეთ
ცრებლებს კოცნით მიშრობს მაგრამ საშინელი სიცივე მივლის და კანკალი მივარდება თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ თავდასაცავად
-დავიფიცე რომ სანამ არ მეტყოდი იმ ერთადერთ სიტყვას ამ სამყაროდან ფეხს არასდროს გავადგავდი
თვალებს ისევ არ ვახელ ვიცი მიყურებს და ეღიმება, ვერ შევძლებ, მეშინია ახლა იმდენად მეშინია ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა რომ გამანადგურებს, ის საბოლოოდ გამტეხს საბოლოოდ წაიყვანს მას ჩემგან... თვალებს ისევ არ ვახელ მგრძნობელობა მთლიანად მეკარგება კანკალი მიტყდება თუმცა მაინც ვგრძნობ მის ტუჩებს ამჯერად ჩემსავე ტუჩებზე, აი ჩემი პირველი კოცნაც
კოცნა მოჩვენებასთან რომელიც მიყვარდა, ელექტრო ენერგია ტუჩებიდან მთელ სხეულში
ვრცელდება, ვიმუხტები თუმცა მალევე ვგრძნობ სიცარიელეს და აი სითამამეც, ჩემივე პირიდან წარმოთქმული ერთადერთი სიტყვა რომელიც ყოველთვის მას ეკუთვნოდა, მე იმ დღეს სანდრო ბედნიერი გავუშვი, ერთი სიტყვით რომელმაც ჩემი მთელი ცხოვრება ამოატრიალა და მას უდიდესი ბედნიერება და სიმშვიდე აჩუქა
-მიყვარხარ



1 წლის შემდეგ

ვენეციის შესანიშნავ ხედს ვუყურებდი როდესაც კარებზე ზარი გაისმა, თვალები ისევ ჩაწითლებული მქონდა ტირილისგან, საგრძნობლად გავმხდარიყავი და ახლა მხოლოდ ვარსებობდი, ამის გამო გამოვიქეცი საქართველოდან, არ მინდოდა საყვარელ ადამიანებს ასეთი ვენახე და ჩემთან ერთად ისინიც ჩამეთრია ამ შავ ხვრელში,
ხალათს საიმედოდ ვიკრავ სარკესთან უცებ ვიწესრიგებ თავს თმებს ვისწორებ და თვალის მაზსაც ვისვამ, კარებისკენ ჩქარა მივიწევ და ვაღებ, ცოტა ხანი თვალ გაშეშებული შევსცქერი სილუეტს და ვითიშები ტვინი აზროვნებას წყვეტს, თავიდან შიში მეპარება თუმცა როგორცკი მის სევდიან მკრთალ ღიმილს ვამჩნევ ვმშვიდდები, კარებს ფართოდ ვაღებ და უხმოდ მოვუწოდებ შემოსვლისკენ, ისიც ნერვიულად შემოდის სახლში, მალევე ვამჩნევ მის ხელში მოთამაშე დაჭმუჭნულ კონვერტს მაგრამ ვერაფერს ვამბობ რადგან ძალა არ მაქვს!
-გამარჯობა მარი
თბილად მიღიმის და ეს საოცრად მამშვიდებს
-გამარჯობა ლუკა
ეღიმება, მეც მეღიმება
-არასდროს მითქვამს არა? შენი ნამდვილი სახელი ლიკაა
მეცინება, ლუკა ლიკა ნამდვილად კარგად მიდიოდა ერთმანეთთან ის მიღიმის
-სავადმყოფოში გავიგე რომ ფსიქიატრიულში იყავი
თავს უხერხულად იფხანს
მეღიმება
როგორ მგავს!
-კი იქ 4 თვე ვიყავი ნამდვილად მჭირდებოდა, ბევრი რამ ფართოდ დავინახე და ეს ძალიან დამეხმარა იმის გაცნობიერებაში რომ ცხოვრებაში ყველა არ დამიკარგავს რომ მყავს და რომელსაც ჩემი დახმარება სჭირდება, ხოდა გეძებდი რადგან ფსიქიატრიულიდან გამოსვლისთანავე სახლში ეს დამხვდა,
წერილი გამომიწოდა, თვალი გამიშტერდა ვხვდებოდი ეს რაც შეიძლებოდა ყოფილიყო,
მეშინოდა ძალიან მეშინოდა, ვერ გავინძერი, აკანკალებულმა თითის ამოძრავებაც არ შემეძლო
-კარგი ჯობს მარტო დაგტოვო შენს გვერდით არსებულ სასტუმროში ვარ გაჩერებული როდესაც დაგჭირდები იქ მიპოვნი
მალევე დგება და კარისკენ უხმოდ მიიწევს, მალევე დახურვიც ხმაც მესმის და მაშინ ნამდვილი შიში მიპყრობს, ხელს კანკალით ვწევ წერილისკენ, ნელა ვიღებ კონვერტს და ვაკვირდები სახელს რომელიც ლამაზად იყო დატანილი ფურცელზე,
მარის
ცრემლებს უცებ ვიწმენდ და კონვერტს სწრაფად ვხსნი, იქამდე მანამ გადავიფიქრებდი და მისგან ძალიან შორს გავიქცეოდი, წერილს ვავლებ ხელს და ლამაზად დაკეცილს მალევე ვშლი



“მარი... იმდენი რამის თქმა მინდა შენთვის, კიდევ ბევრი რამ მინდა მაგრამ მოდი ამას დავჯერდეთ, ალბათ გიკვირს ჩემი წერილი, კი მე შენ მიყვარხარ მარი უსასრულოდ უბრალოდ ყველანაირად და არანაირად მიყვარხარ არც კი გაიფიქრო რომ ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე,
ეს ადამიანია ის ყველაზე უნიკალურია პლანეტაზე მაგრამ ყველა ადამიანი თავისებურად უნიკალურია, ხოდა მე შენი უნიკალურობა დავინახე ამდენში და ასე უცბად დაუფიქრებლად შემიჩნდი
ასე რომ არ ხარ არაფერში დამნაშავე, მარი შენ უბრალოდ შენ ხარ და არ უნდა იფიქრო როგორც ადამიანი შენ ის მაჩუქე რასაც ადამიანები ცხოვრებაში იშვიათად პოულობენ ხოდა მე შენ გიპოვე და იმედებს ნუ გამიცრუებ მარ შენ შენ იყავი უნდა იყო ის მარი, უნდა იცხოვრო ჩემს მაგივრად უნდა იცხოვრო ხომ ხვდები რომ გინდა თუ არა მე სულ შენს გვერდით ვიქნები?
ხოდა იპოვე მარი! იპოვე უნიკალურობა შენთვის!


მიყვარხარ მარი.



გამარჯობააათ ვიცი ბევრი შეცდომაა, სამ დღეში დავწერე არ ვიცი უეცრად დამარტყა იდეამ და წერა ვეღარ შევწყვიტე, იმედია მოგეწონებათ ჩემი მოკლე ისტორია.



loading...
კომენტარები (0)
კომენტარის დაწერა
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen

ჩვენ გირჩევთ: