ეს ხომ ჩემი ბედისწერაა

ეკრანის გახსნა
ხარისხის ღილაკი
  • ხარისხი
  • ხარისხი
  • ხარისხი
  • ხარისხი
23:55
51
დამატებითი ველის ეკრანები

-ვაიმეეეეე
-რახდება ნიცა,რა გაყვირებს?
-ვაიმე დედაა,პასუხებიი
-სასწრაფოდ ნახე
-ოხ ,ღმერთოო ოღონდ ეს არაა
-კარგი დეე მშვენიერია მერე რა რომ ბიზნესზე ვერ მოხვდი,ეს ფაკულტეტიც ხომ მოგწონდა
-მთელი ცხოვრებ მანდ მინდოდა და ახლა საერთოდ სხვაგან აღმოვჩნდი,არაუშავს ალბათ ასე მეწერა

*
ჰეი, გამარჯობათ, აწ უკვე პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გესალმებით,მერე რა
რომ ბავშვობის ოცნება არ ამიხდა ალბათ აქაც კარგად ვიგრძნობ თავს.
სტუდენტობისს ბედნიერი წლები შემაგუებს ყველაფერს.
მიხარია,კი დღეს მე ბედნიერი უნდა ვიყო, რადგან პირველ ლექციაზე მივდივარ,რატომაც არაა,ეს ხომ ჩემი ბვედისწერააა.
სარკის წინ დავიწყე ტრიალი და ვფიქრობ რა ჩავიცვა.არ მინდა საბანკეტო კაბით , რომ მივიდე და ძალიან უბრალოდაც არ მინდა გამოვიყურებოდე.კარადიდან გამოვიღე შავი გაშვებული შარვალი და მწვანე თხელ ზედას შევუხამე,მწვანე ხომ ასე ძალიან უხდება ჩემს ჭაობისფერ დიდ თვალებს,ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებიან და ქერა წელამდე თმას,ჰაჰ ასე უცებ ჩემი პორტრეტიც შემომეხატა მგონი.არასდროს მიფიქრია, რომ მახინჯი ვარ, მაგრამ არც ჩემი თავით აღვფრთოვანებულვარ ოდესმე.

დავადექი უნისკენ მიმავალ გზას და თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი ძველი თითქოს და მიტოვებული კორპუსის წინ,ეჭვის თვალით შევხედე და ვერ გადავწვიტე შევსულიყავი თუ არა, რადგან არ მინდოდა ჩემს სიკვდილში თავად შემეტანა წვლილი და შენობის ნანგრევებში დამესრულებინა სიცოცხლე.საბოლოოდ გადავდგი ის საბედოსწერო ნაბიჯი,რომელმაც სამუდამოდ დააკავშირა ჩემი სტუდენტობა ამ ადგილთან.
აღმოვჩნდი ლექციაზე,რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოდ წარიმართა ჩემდა გასაკვირად,ლექტორი არ
მომეწონა და არც კურსელი ბიჭები, რომლებიც ბილწსიტყვაობდნენ და ეკალივით მესობოდა გულზე მათი თითოეული სიტყვა,რომელსაც პასუხს ვერ ვცემდი.სახლში წმოვედი.როგორც კი კარი გავაღე მაშინვე საძინებლისკენ ავიღე გეზი და დედაჩემის სიტყვებიც კი დავაიგნორე,რადგან არაფრის თავი არ მქონდა, ძილის გარდა.

*
ვიცდი,ვიცდი და კიდევ ვიცდი, რატომ მიწევს ყოველთვის ამდენი ლოდინი.უცებ ჩნდება ის,ხელს მკიდებს და მანქანისკენ მივყავარ.ვსხდებით და სადღაც მივდივართ.ირგვლივ სიმწვანეა და მზე მწველად ანათებს.გადმოვდივართ და გვერდით მიდგება ,ჰორიზონტს გაჰყურებს .როგორც ყოველთვის, ხმას არ იღებს,უეცრად სიჩუმეს არღვევს და მეუბნება: გიყვარდე ისეთი როგორიც ვარ,მე ხომ ზუსტად ასეთი მიყვარხარ.ყოველთვის დამიცადე , რადგან მე მაინც მოვალ,ისე მოვალ ვერ გაიგებ. მაგრამ მე აუცილებლად შეგახსენებ თავს.

ოხ ღმერთო ნუთუ ვერ უნდა დავიძინო ისე,როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა,რატომ მესიზმრება ყოველ ღამით ეს ბიჭი? მის სახეს მაინც ვხედავდე , რომ ვიცნო ვინ არის.აღარ მინდა,ერთი წელია უკვე არ მასვენებს სიზმრები,ყველაფერი კოშმრადდ მექცა, დაძინების მეშინია.საერთოდ არ არის რომანტიული, აი საერთოდ.



loading...
კომენტარები (0)
კომენტარის დაწერა
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen

ჩვენ გირჩევთ: